Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული საქმეს არ დაიჭერს თალიბანის ფრაქციებთან


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას თალიბანის სხვადასხვა ფრაქციასთან - იმ ფონზე, როცა ამ ექსტრემისტულ ჯგუფში მზარდი კრიზისია ლიდერთან დაკავშირებით. პრეზდიენტ აშრაფ ღანის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხელისუფლება საქმეს არ დაიჭერსარანაირ „პარალელურ პოლიტიკურ სტრუქტურასთან“, რომელიც ავღანეთის მთავრობასთანაა დაპირისპირებული - რაც მკაფიო მინიშნებაა თალიბანზე. თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ადრეული ფაზა გასულ კვირაში შეწყდა, მას შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა ომარი 2013 წლის აპრილში გარდაიცვალა.თალიბანმა დაადასტურა მოლა ომარის სიკვდილი და განაცხადა, რომ მის შემცვლელად აირჩია მოლა ახტარ მანსური. თუმცა მოლა ომარის ნათესავები არ ეთანხმებიან ამ არჩევანს და ითხოვენ გაიმართონ უფრო ფართომასშტაბიანი კენჭისყრა, რომელშიც საველე მეთაურებიც მიიღებენ მონაწილეობას. ბოლო დღეებში თალიბანი ცდილობს თავის რიგებში ერთიანობის შთაბეჭდილების შექმნას. 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ექსტრემისტული ორგანიზაცია ამბობს, რომ მთელი ავღანეთიდან იღებს სამძიმრის წერილებს მოლა ომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მისალოც წერილებს ლიდერად მოლა მანსურის არჩევის გამო.

XS
SM
MD
LG