Accessibility links

logo-print

მოსკოვმა გააძევა შვედი დიპლომატი


შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ მოსკოვმა ქვეყნიდან გააძევა შვედეთის საელჩოს თანამშრომელი. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის იოჰან თეგელის განცხადებით, მოსკოვის პოზიცია არის საპასუხო ნაბიჯი ახლახან სტოკჰოლმის მიერ რუსი დიპლომატის გაძევებაზე. დიპლომატების სახელები არ გასაჯაროებულა. თეგელის სიტყვებით, რუსეთის დიპლომატი შვედეთიდან გააძევეს იმგვარი ქმედების გამო, რომელიც არ შეესაბამებოდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ამბავზე კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს. ივნისში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულკვისტმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელიც არ არის ნატოს წევრი, რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე, აპირებს კონტაქტების განვითარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

XS
SM
MD
LG