Accessibility links

logo-print

მინსკში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩაიშალა


უკრაინის საკითხზე მინსკში განახლებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ექვსსაათიანი შეხვედრის შემდეგ ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაიშალა ბუფერული ზონების შექმნის გეგმაზე მსჯელობისას. ბოლო შეხვედრებზე განიხილავდნენ 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონიდან მცირე ზომის იარაღის გატანაზე. ეს ზონა უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფს. მოლაპარაკებებზე დონეცკის სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ მსჯელობა „უკრაინის მხარემ შეწყვიტა“, რადგან კიევს არ სურს თავისი ძალების გაყვანა ოთხი სტრატეგიული მდებარეობიდან. პუშილინის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ნაწილობრივ 4 აგვისტოს განახლდება, „თუმცა, დიდი ალბათობით, ვერაფერი მიიღწევა“-ო. კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG