Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ჩამოახრჩეს მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა, მსოფლიო პროტესტის მიუხედავად


პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა, რომელიც დამნაშავედ იყო ცნობილი 2004 წელს ბავშვის მკვლელობაში. სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს გაეროსა და წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად. ადვოკატები აცხადებენ, რომ სიკვდილმისჯილი სულ 14 წლის ასაკში ცნეს დამნაშავედ და მის მიერ მკვლელობის აღიარება წამების შედეგი იყო. მაგრამ პაკისტანში სასამართლომ ის, გასამართლების დროს, სრულწლოვანად გამოაცხადა. როგორც იუწყებიან, ახალგაზრდა წუხელ ჩამოახრჩეს ქალაქ კარაჩიში მდებარე საპატიმროში მას შემდეგ, რაც უკანასკნელად მისცეს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. სასჯელის სისრულეში მოყვანა წელს ოთხჯერ გადაიდო გასაჩივრების და მსოფლიო პროტესტის გამო. პაკისტანში 180-მდე ადამიანი ჩამოახრჩეს შარშან დეკემბერში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის მოხსნის შემდეგ.

XS
SM
MD
LG