Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვართან შეტაკებები მოხდა


დაძაბული ვითარებაა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის მონაკვეთზე, სადაც შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. საზღვრის მახლობლად მდებარე ყირგიზულ და ტაჯიკურ სოფლებში 4 აგვისტოს სროლის ხმა ისმოდა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტებს ტაჯიკეთში ისფარის რაიონის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ დაიჭრა ოთხი ტაჯიკი. იუწყებიან ასევე, რომ დღეს 500-მდე ადამიანმა მოიყარა თავი საზღვართან: ისინი ერთმანეთს ქვებს ესროდნენ, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანდა კერძო სახლები. კონფლიქტი დაიწყო 3 აგვისტოს მას შემდეგ, რაც ტაჯიკებმა ჩირგიზებს დაუბლოკეს სასაფლაოზე მისასვლელი გზა. საპასუხოდ ყირგიზებმა წყალი გადაუკეტეს ტაჯიკების სოფელს. ბოლო თვეებში მწვავდება დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთისა და ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვრებზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის ძალადობის შემთხვევების შედეგად.

XS
SM
MD
LG