Accessibility links

logo-print

გაზსადენზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია


ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის თურქეთის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია და არ წარმოადგენს ტერორისტულ აქტს – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ტრენდს“ განუცხადეს თურქეთის ყარსის პროვინციის გუბერნატორის რეზიდენციაში. მანამდე ამავე წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ არ გამოირიცხებოდა ტერორისტული აქტის ვერსია. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე აფეთქება 4 აგვისტოს დილით მოხდა. „ტრენდის“ ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG