Accessibility links

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა


დღეს დილით გაზსადენზე მოხდა აფეთქება. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „ტრენდის“ თანახმად, გამორიცხული არ არის, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი ეს აფეთქება ტერორისტული აქტის შედეგი იყოს. ამ ვერსიას სააგენტო ყარსის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად მილსადენში შეწყდა გაზის ნაკადის ტრანსპორტირება. იმავე „ტრენდის“ ცნობით, არავინ დაშავებულა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG