Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფლები ახალციხეში


ახალციხე
ახალციხე

მუგარეთისა და გიორგიწმინდის მცხოვრებლები სარწყავი და სასმელი წყლის სიტემის მოუწესრიგებლობას უჩივიან. მათი თქმით, უკვე წლებია მიწის ნაკვეთებს ვერ რწყავენ, ამიტომ მოსავალიც, შესაბამისად, ნაკლებია,სასმელი წყალი კი დაბინძურებულია და მცირე რაოდენობით მოდის.

მაყვალა თაბაგარის მსგავსად, სასმელი წყლის პრობლემაზე მუგარეთის სხვა მცხოვრებლებიც ჩივიან. გარდა იმისა, რომ მარაგი მცირეა, წყალი დაბინძურებული და სასმელად უვარგისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის პრობლემა სოფელს წლებია აწუხებს, სისტემის მოწესრიგებას კი ხელისუფლების წარმომადგენელები მხოლოდ ჰპირდებიან.

სასმელი წყალი, მუგარეთის მსგავსად, არც გიორგიწმინდის მცხოვრებლებს აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში წყლის მარაგი არის, ოღონდ სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია დასაქაჩების დაყენებაა საჭირო. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის სრულად მოგვარებისთვის საკმარისი თანხა უნდა გამოყოს.

სასმელი წყლის გარდა, სოფელ მუგარეთისა და გიორგიწმინდის მცხოვრებლებს სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ერთადერთიშემოსავალი სოფლის მეურნეობაა, მოსავალს კი უწყლობის გამო თითქმის ვერ იღებენ.

სოფლების მუგარეთისა და გიორგიწმინდის პრობლემები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ცნობილია. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, გიორგიწმინდაში მოშლილია შიდაქსელი და მცირეა წყლის დებეტი. ნოდარ ბალახაშვილის განმარტებით, საჭირო რესურსის მოძიების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და ორივე სოფელშიწყლის მარაგი გაიზრდება.

სოფლებში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება სარწყავ წყალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი ფერსის ტერიტორიულ ორგანოში გიორგი ბლიაძე ამბობს, რომ გაერთიანებული სამელიორაციოსისტემებისკომპანია პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობს.

აღნიშნულ სოფლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, თანხები გასულ წლებშიც გამოიყო, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. გიორგიწმინდაში მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2015 წელსაც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რისთვისაც13 633 ლარი განისაზღვრა.გამგეობაში ამბობენ,რომ შესაძლოა აღნიშნული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდეს, მაგრამ პროექტი, მუნიციპალიტეტის თანადაფინასებით, მაინც სრულად განხორციელდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მუგარეთში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG