Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს პოლიტიკოს მარია გაიდარს და ჟურნალისტ ვლადიმირ ფედორინს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭათ


რუსმა პოლიტიკოსმა მარია გაიდარმა, რომელიც ივლისში დაინიშნა უკრაინაში ოდესის რეგიონის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 4 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე გადასცა პასპორტები მარია გაიდარს და რუს ჟურნალისტ ვლადიმირ ფედორინს, რომელიც ასევე ოდესაში ცხოვრობს. გაიდარის თქმით, ის უკრაინაში ჩავიდა უკრაინელი ხალხის მძიმე ბედის გასაზიარებლად. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინაც დაინახავს, რომ რუსები არ ნიშნავს მხოლოდ ომს, მხოლოდ პუტინს, მხოლოდ აგრესიას, მხოლოდ სიძულვილს, არამედ სხვა რამესაც“. ოდესის რეგიონის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ მარია გაიდარს ნიშნავს თავის მოადგილედ სოციალურ სფეროში. 32 წლის მარია გაიდარი არის რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რეფორმისტ ეგორ გაიდარის ქალიშვილი და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

XS
SM
MD
LG