Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეამცირა ბელორუსიის წინააღმდეგ მიმართული სანქციები


ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ მიიჩნევს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, 24 ოფიციალური პირი ამოიღოს ბელორუსიის საწინააღმდეგო სანქციების სიიდან. სანქციებით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის ვიზებზე უარი და საბანკო ანგარიშების გაყინვა.ბელორუსიის საგარეო უწყებამ 3 აგვისტოს მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს მინსკისათვის დაწესებული ყველა შეზღუდვისა და სანქციის გაუქმებისაკენ, როგორც „ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის აუცილებელი პირობისაკენ“, თუმცა დასძინა, რომ მინსკი გააგრძელებს ბრიუსელთან მოლაპარაკებას ორივე მხარის ინტერესებში შემავალ საკითხებზე. ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებული 24 პირიდან ბევრია ბელორუსიის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრი. ევროკავშირის საბჭო არ განმარტავს, რატომ შეკვეცა შავი სია. მაგრამ, მისი განმარტებით, სანქციები უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ბელორუსიაში არ გაუთავისუფლებიათ ყველა პოლიტპატიმარი და არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია და ვინაიდან არ გაუმჯობესებულა ვთიარება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულობის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG