Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმელთაშუა ზღვაში წელს 2000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა


ხმელთაშუა ზღვაში წელს 2000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ევროპაში ჩასვლის მცდელობისას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშით, რომელიც მან 4 აგვისტოს წარმოადგინა, დაღუპულების რიცხვი 20%-ით აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, ორგანიზაციის პრესმდივანმა იტაი ვირიმ ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ წელს 188 ათასამდე ადამიანი გადაარჩინეს, როცა ისინი ნავებით ცდილობდნენ ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასვლას. ვირის მონაცემებით, 97 ათასამდე მიგრანტი იტალიაში ჩავიდა, ხოლო 90 000-ზე მეტი - საბერძნეთში.

XS
SM
MD
LG