Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ხანძრის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი


თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზვიად ქაწაშვილი აცხადებს, რომ ეძებენ რამდენიმე დაკარგულ პირს. როგორც იუწყებიან, ხანძარი საღებავების საწყობში გაჩნდა და მის ჩასაქრობად სამუშაოებში 20-მდე სახანძრო მანქანასთან ერთად ვერტმფრენიც ჩაერთო.

XS
SM
MD
LG