Accessibility links

logo-print

გადადგა თალიბების მაღალი რანგის წარმომადგენელი


თალიბების მაღალი რანგის წარმომადგენელმა სიედ მოჰამად ტაიაბ აღამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ ექსტრემისტების ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გარშემო დაპირისპირების გამწვავების ფონზე. აღა 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტოვებს კატარში თალიბანის პოლიტიკური ოფისის დირექტორის პოსტს. ეს ოფისი შეიქმნა იმისათვის, რომ თალიბანს შეძლებოდა სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება ავღანეთის მთავრობასთან. აღას განცხადებით, ის „ისტორიულ შეცდომად“ მიიჩნევს გადაწყვეტილებას, რომ თალიბანს არ გაემხილა 2013 წელს თავისი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის გარდაცვალების ამბავი. თალიბანმა გასულ კვირაში გამოაცხადა მოლა ომარის გარდაცვალების შესახებ. ცნობამ, რომ მოლა ომარის მოადგილე, მოლა მოჰამად ახტარ მანსური გახდება თალიბანის ახალი ლიდერი, ბევრი თალიბი სარდლის უკმაყოფილება გამოიწვია. ცნობების თანახმად, მათ ბრძოლა შეწყვიტეს ახალი ლიდერის საკითხის გარკვევამდე.

XS
SM
MD
LG