Accessibility links

თბილისში მომხდარმა ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა


თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, საღებავების საწყობში გუშინ მომხდარ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად დაღუპულთა გვამები მაშველებმა იპოვეს. დაშავებულია ხუთი პირი, რომელთაგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არიან ერთი მეხანძრე და ერთი მაშველი. გუდაუთის ქუჩაზე მდებარე საღებავების საწყობში ხანძარი გუშინ, ნაშუადღევს გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის მიზეზის დადგენის მიზნით.

XS
SM
MD
LG