Accessibility links

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პოლონეთის მოთხოვნა


აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პოლონეთის მოთხოვნა ნიუ-იორკში მცხოვრები სურათების რუსი კოლექციონერის, ალექსანდრ ხოჩინსკის ექსტრადირების შესახებ. პოლონეთი მოითხოვს, რომ ხოჩინსკიმ მას დაუბრუნოს ფრანგი მხატვრის, ანტუან პენოს მიერ 1754 წელს შესრულებული ნახატი „გოგონა მტრედით“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთიდან გაიტანეს ნაცისტებმა. თავად ხოჩინსკი ირწმუნება, რომ ეს ნახატი მას მემკვიდრეობით ერგო მამისგან. როგორც მოსამართლემ დაადგინა, პოლონეთმა ვერ შეძლო დამაჯერებელი ფაქტების წარმოდგენა იმის დასამტკიცებლად, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან. კერძოდ მოსამართლის თანახმად, მას ვერ წარუდგინეს საბუთი, რომ ნახატის მემკვიდრეობით მიღების მომენტში, 1991 წელს, ხოჩინსკისთვის ცნობილი იყო, რომ ნახატი მოპარულია. მოსამართლის თანახმად, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ნახატი ხოჩინსკის მემკვიდრეობით ერგო.

XS
SM
MD
LG