Accessibility links

logo-print

რუსეთი ქართულ ღვინოს ისევ იწუნებს


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული კონკრეტული შემთხვევების შესწავლა და დამატებითი დეტალების გარკვევა, – განმარტავს უწყება თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „როსპოტრებნადზორის“ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ საწარმოო ტექნოლოგიებს, ხოლო ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები არასაკმარისად აკონტროლებენ ამ პროცესს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდებაშესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებისდაცვით.“ საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი.ამავე წყაროს ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატება შეინიშნება ისეთმნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიც არის: ჩინეთი (35%), საფრანგეთი (119%), კორეა (221%), აშშ (20%), გერმანია (17%), კანადა (100%), იაპონია (10%); პოლონეთი (2%), ლატვია (9%), ესტონეთი (19%), და სხვა.

XS
SM
MD
LG