Accessibility links

logo-print

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ წილის დასაბრუნებლად სასამართლოში იბრძოლებს


ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში 4 აგვისტოს სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. ბიზნესმენის ქართველმა და უცხოელმა ადვოკატებმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარეს,სადაც თვეს, რომ სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება "რუსთავის 2"-ის წილების გადაფორმება. ადვოკატების თქმით კი ეს„წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას გაართულებს“. ადვოკატის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას "რუსთავის 2"-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირიობებშიც ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც "რუსთავი 2"-ის, ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ უპასუხოდ.

XS
SM
MD
LG