Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი აცხადებს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 88 მეამბოხე მოკლა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 5 აგვისტოს 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია სულ ცოტა 88 შეიარაღებული მეამბოხე. სამინისტროს განცხადების მიხედვით ოპერაცია ავღანეთის ეროვნულმა არმიამ და უშიშროების ეროვნულმა დირექტორატმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს. 60 მეამბოხე დაიღუპა ქალაქ ნანგარჰარში საჰაერო დარტყმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველა მოკლული ან თალიბანის წევრი, ან კი უცხოელი მებრძოლი, რომელმაც ერთგულება შეჰფიცა ისლამურ სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG