Accessibility links

ექსპერტები ადასტურებენ, რომ ნაპოვნი ნამსხვრევი მალაიზიის დაკარგული თვითმფრინავის ნაწილია


მალაიზიის პრემიერ-მინისტრის, ნაჯიბ რაზაკის თქმით, საფრანგეთში ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 29 ივლისს აღმოჩენილი თვითმფრინავის ნამსხვრევი ეკუთვნის მალაიზიის თვითმფრინავს, „ბოინგ 777-ს“, რომელიც წელიწადზე მეტია დაკარგულად ითვლება. თვითმფრინავის ფრთის ნატეხი გამოირიყა ინდოეთის ოკეანის კუნძულზე. ნატეხი საფრანგეთში გაიგზავნა შესამოწმებლად, მას იკვლევდა ექსპერტების ჯგუფი, რომელშიც მალაიზიელი სპეციალისტებიც შედიოდნენ. რეისი MH370, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა, გასული წლის 8 მარტს გაუჩინარდა. მონაცემები მოწმობს, რომ თვითმფრინავმა, დაუდგენელი მიზეზით, გაუჩინარებამდე მარშრუტიდან გადაუხვია და სამხრეთისკენ წავიდა. თვითმფრინავში 239 ადამიანი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG