Accessibility links

logo-print

რუსეთისთვის "მისტრალების" მიყიდვის კონტრაქტი შეჩერდა


რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება მოსკოვისთვის „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე კონტრაქტის შეჩერების თაობაზე. ოთხშაბათს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკითხი ვლადიმირ პუტინისა და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრის დროს გადაწყდა. კრემლის ცნობაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთმა უკვე გადაურიცხა რუსეთს თანხა, რომელიც კონტრაქტით იყო გადახდილი. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ეს ინფორმაცია. კონტრაქტს „მისტრალების“ მიწოდებაზე, რომლის ღირებულებაც მილიარდ 300 მილიონი დოლარი იყო, ხელი მოეწერა 2011 წელს. გასულ წელს საფრანგეთმა შეაჩერა კონტრაქტის შესრულება, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ჩარჩოებში.

XS
SM
MD
LG