Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სხვა ქვეყნებში მისი ქონების დაყადაღებაზე საპასუხო ნაბიჯს დგამს


რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც რუსეთში უცხო სახელმწიფოს ქონებაზე შემზღუდავი ზომების დაწესების საშუალებას იძლევა, სხვა ქვეყნებში რუსეთის ქონების დაყადაღების პასუხად. კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას - რუსეთის სასამართლომ შეზღუდოს უცხო სახელმწიფოს იურისდიქციული იმუნიტეტი, თუკი დადგინდება, რომ ამ ქვეყანაში შეზღუდულია რუსეთის იურისდიქციული იმუნიტეტი. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. კანონპროექტის განმარტებაში აღნიშნაულია, რომ განუზომლად იზრდება უცხო ქვეყნების სასამართლოებში რუსეთისა და მისი უწყებების მიმართ სარჩელები. ამასთან, არ არის გამოთხოვილი რუსეთის თანხმობა საქმეში მონაწილეობაზე. ივნისში გაჩნდა პირველი ცნობები რუსეთის ანგარიშების დაყადაღებაზე საფრანგეთსა და ბელგიაში. ეს მოქმედებები მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების რუსეთის წინააღმდეგ სარჩელზე. გასული წლის ივლისში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთი დაავალდებულა „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის გადაეხადა 50 მილიარი დოლარის კომპენსაცია. მათთვის კიდევ დაახლოებით ორი მილიარდი ევროს გადახდა დაავალა რუსეთს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ.

XS
SM
MD
LG