Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნასა" ორი წლით აგრძელებს რუსეთთან კონტრაქტს


5 აგვისტოს აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ - „ნასამ“ კონგრესს აცნობა, რომ ის მომდევნო ორი წლით აგრძელებს რუსეთთან კონტრაქტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაფრენად. კონტრაქტის ღირებულება თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარია. „ნასა“-ს ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოლდენმა განაცხადა, რომ ის იძულებული იყო გაეგრძელებინა კონტრაქტი, რადგან ბიუჯეტის შემცირების გამო გადაიდო აშშ-ის მიერ ადამიანების კოსმოსში გაშვების პროგრამის განვითარება. შეთანხმების მიხედვით, აშშ „სოიუზის“ კოსმოსურ რაკეტაში ერთი ადგილისთვის რუსეთს გადაუხდის 80 მილიონ დოლარს. ადრინდელი კონტრაქტით ერთი ადამიანის გაშვება 71 მილიონი დოლარი ღირდა. კონტრაქტი განახლდა უკრაინაში არსებული ვითარების გამო აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების ფონზე. „ნასა“ იმედოვნებს, რომ აშშ-ის კერძო კომპანიები - როგორებიცაა „სპეის იქსი“ და „ბოინგი“ შექმნიან რაკეტებს და კაფსულებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში გაფრენა.

XS
SM
MD
LG