Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მილიონობით ადამიანი ჯანდაცვის მომსახურების გარეშე რჩება


"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" თანახმად, ერაყში მოსალოდნელია ჯანდაცვის პროგრამების მკვეთრად შეკვეცა დაფინანსების სერიოზული დეფიციტის გამო. თითქმის 3 მილიონი ადამიანისთვის მიუწვდომელი იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რადგან ქვეყნის დონორების მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამების 84% გასულ თვეში დაიხურა. ერაყში ამ დროისთვის პიკს აღწევს ჰაერის ტემპერატურაც - 50 გრადუსია ცელსიუსის შკალით. ამ ფონზე თითქმის ერთი მილიონი ერაყელი ბავშვი ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს. ორგანიზაცია „უოლდ ვიჟენის“ წარმომადგენელმა სესილ ლაგარდიამ განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი განიცდის დეჰიდრაციას, აქვს დიარეა, ხშირია გულის შეტევები. ერაყში სამედიცინო დაწესებულებების შენარჩუნებისთვის გაეროს მიერ მოთხოვნილი 60 მილიონ 900 ათასი დოლარის მხოლოდ 8% დაფინანსდა დონორების მიერ. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" თანახმად, ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი 184 კომპანიის გაქრობა, ჯანდაცვის დაწესებულებების დახურვა ერაყის 19-დან 10 გუბერნიაში აუცილებელი ჯანდაცვის გარეშე ტოვებს ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივებს.

XS
SM
MD
LG