Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პროკურატურას იუნუსებისათვის ხანგრძლივ პატიმრობას მოითხოვს


აზერბაიჯანის სახელმწიფო ბრალდებამ ბაქოს სასამართლოს მიმართა წინადადებით, რათა 11 და 9 წლით პატიმრობა შეეფარდოს უფლებათადამცველ აქტივისტს ლეილა იუნუსსა და მის ქმარ არიფ იუნუსს. პროკურატურის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ ბრალი ედებათ სახელმწიფო ღალატში, გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. 59 წლის ლეილა იუნუსი, რომელმაც არარეგისტრირებული მშვიდობის და დემოკრატიის ინსტიტუტი დაარსა ბაქოში, დააპატიმრეს შარშან ივლისში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რადგან სომხეთში მუშაობდა. სახელმწიფო ღალატში ედება ბრალის მის მეუღლეს 60 წლის არიფ იუნუსსაც. აზერბაიჯანის ციხეებში ამჟამად სხვადასხვა ბრალდებით რამდენიმე ჟურნალისტი და უფლებათადამცველი იმყოფება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ილხამ ალიევის რეჟიმი დევნის ხელისუფლების ოპონენტებსა და დისიდენტებს.

XS
SM
MD
LG