Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკის მამა დაკითხვაზე დაიბარეს


მიხაილ ხოდორკოვსკის მამა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადდა დაკითხვაზე, რომელიც ნეფტიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის საქმეზე წარმოებს. 82 წლის ბორის ხოდორკოვსკის დაკითხვაზე ადვოკატ სერგეი ბადამშინთან ერთად მივიდა. გამოძიებას ზემოაღნიშნულ საქმეზე აწარმოებს გამომძიებელი, რომელმაც კომპანია „იუკოსის“ ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ალექსეი პიჩუგინს ბრალი წაუყენა რამდენიმე მკვლელობის საქმეზე. მსჯავრდებული ამჟამად სამუდამო პატიმრობაში იმყოფება. უფლებათადამცველები მიიჩნევენ, რომ იგი პოლიტიკური მოტივების გამო დასაჯეს. ქალაქ ნეფტეიგანსკის მერი 1998 წლის 30 ივნისს მოკლეს. მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე მიხაილ ხოდორკოვსკიც იქნებოდა.

XS
SM
MD
LG