Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს


საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მიზეზად სახელდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები. უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია კონკრეტული პროვინციები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები დროებით უნდა მოერიდონ. ლაპარაკია არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთებზე. „საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG