Accessibility links

logo-print

როგორ ეხმარება სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ


ოჯახური ძალადობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში. 2015 წლის 20 ივლისის მონაცემებით, სასამართლოს მიერ დამტკიცებულმა შემაკავებელი ორდერების რაოდენობამ 1410 -ს მიაღწია. ყოველწლიურად იზრდება იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც დახმარებისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს მიმართავენ. რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ამ ადამიანებს, როგორ იცავს და ზრუნავს მათზე - ამის შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ირმა ალადაშვილი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ფსიქოლოგი ნინო გელიაშვილი საუბრობენ. საუბარს მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG