Accessibility links

logo-print

დაყადაღებულია რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი


ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება, რომ დაყადაღებულია მისი ქონების ნაწილი. ცნობის თანახმად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს დაადო ყადაღა, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე. ორშაბათს გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაიწყება თუ არა სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანიასთან. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ამბობს, რომ კომპანიას, ხალვაშის გარდა, ედავება ხელისუფლება. ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს შეიტანა სარჩელი სასამართლოში, ტელეკომპანიის წილის დასაბრუნებლად და სარჩელის უზრუნველყოფისთვის მოითხოვა პარტნიორთა წილების დაყადაღება.

XS
SM
MD
LG