Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც იემენში თებერვალში გაიტაცეს


საფრანგეთის მოქალაქე იზაბელ პრიმი, რომელიც იემენის დედაქალაქში თებერვალში გაიტაცეს, გათავისუფლებულია, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მისი გათავისუფლების დეტალები არ სახელდება. ჯერჯერობით უცნობია ასევე რომელმა დაჯგუფებამ გაიტაცა პრიმი. იზაბელ პრიმი იემენში მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ პროექტში მუშაობდა. 24 თებერვალს იგი გაიტაცეს თარჯიმანთან ერთად, რომელიც მალევე გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG