Accessibility links

საოკუპაციო რეჟიმმა ისევ აღმართა "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი


გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ისევ აღმართეს "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა მედიის წარმომადგენლებისთვის, უსაფრთხოების მიზნით, დილიდან შეზღუდეს გადაადგილება ხურვალეთისა და წითელუბნის მიმართულებით. ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაამონტაჟეს, თუმცა ქართველი ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა მისი დემონტაჟი მოახდინა.

XS
SM
MD
LG