Accessibility links

logo-print

რუსეთი ფიქრობს ემბარგოზე, მათ შორის - საქართველოსთვის


რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეძებს გზებს, რათა გააფართოოს სასურსათო ემბარგო იმ შვიდი ქვეყნისთვის, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "ტასი", სოფლის მეურნეობის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩოვის სიტყვებზე დაყრდნობით. ინფორმაციის თანახმად, საუბარია: ჩერნოგორიაზე, ალბანეთზე, ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, ლიხტენშტაინზე, უკრაინასა და საქართველოზე. „ესენი უმნიშვნელო ქვეყნებია, რომლებიც პრაქტიკულად ვერ ქმნიან ამინდს ბაზარზე და მათი წილი სხვადასხვა სფეროში 3-5 პროცენტს შეადგენს. ვსწავლობთ სიტუაციას, თუ როგორი რეაგირება უნდა იყოს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ტკაჩოვმა. მისი თქმით, შემუშავებული ზომები რუსეთის მთავრობას წარედგინება. პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის სამშაბათის განცხადების თანახმად, მთავრობამ შესაძლოა მიმართოს პრეზიდენტ პუტინს თხოვნით, რათა გაფართოვდეს იმ ქვეყნების სია, რომლებზეც გავრცელდება რუსეთის ემბარგო.

XS
SM
MD
LG