Accessibility links

logo-print

ქაბულში ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 240-მდე დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც ქაბულში 7 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის პრესსპიკერმა საიად ზაფარ ჰაშიმიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაშავებულთა შორის 47 ქალი და 30 ბავშვია. მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დაჭრილთა რაოდენობა 400-ს აღწევდა. აფეთქება თავდაცვის სამინისტროს ობიექტის მახლობლად, მანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ჯერ არავის აუღია.

XS
SM
MD
LG