Accessibility links

თავდასხმა მოხდა ქაბულის პოლიციის აკადემიაზე


7 აგვისტოს თვითმკვლელმა მოიერიშემ ქაბულში მდებარე პოლიციის აკადემიასთან თავი აიფეთქა. მოლოდინის მიუხედავად, ავღანეთში შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ. ეს ერთი დღის განმავლობაში მომხდარი ზედიზედ მეორე თავდასხმაა ავღანეთის დედაქალაქში. დილით ქაბულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საუწყებო ბინასთან მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 15 კაცის სიცოცხლე შეეწირა. 250 ადამიანი კი დაიჭრა. ქვეყნის პრეზიდენტ აშრაფ ღანის წარმომადგენელმა საიდ ზაფარ ჰაშმეიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ დაჭრილთა შორის 47 ქალი და 30 - ბავშვია.

XS
SM
MD
LG