Accessibility links

logo-print

თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ კოორდინირებულ იერიშებზე


სულ მცირე 20 პოლიციელი დაიღუპა და 40 დაიჭრა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ 7 აგვისტოს ქაბულში მდებარე პოლიციის აკადემიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ეს ერთი დღის განმავლობაში მომხდარი ზედიზედ მეორე თავდასხმაა ავღანეთის დედაქალაქში, რაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. დილით ქაბულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საერთო საუწყებო ბინასთან მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 15 კაცის სიცოცხლე შეეწირა. 250 ადამიანი კი დაიჭრა. დაჭრილთა შორის 47 ქალი და 30 - ბავშვია. მოგვიანებით აფეთქების ხამ გაისმა ქაბულის აეროპორტთან და საერთაშორისო კოალიციური ძალების ბაზასთან. ამ თავდასხმის ხასიათსა და შედეგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. იუწყებიან, რომ სროლის და აფეთქების ხმა ქაბულში მაშინაც ისმოდა, როდესაც ჰაერში ნატოს სამხედრო შვეულმფრენები გამოჩნდნენ.

XS
SM
MD
LG