Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი წლის წინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი


შვიდი წლის წინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი. 8 აგვისტოს დილით რუსეთის ჯარები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მას მერე, რაც თბილისმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე კონტროლის აღდგენა სცადა. დაუდასტურებელი მონაცემებით, კონფლიქტს ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთმა ცნო საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დამატებითი ძალები და შეიარაღება შეიყვანა ამ ტერიტორიებზე არსებულ თავის სამხედრო ბაზებზე. რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ნაურუს გარდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ამ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG