Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში დაიწვა ეუთოს სპეციალური სამეთვალყურეო მისიის ოთხი დაჯავშნული ავტომანქანა


წუხელ დონეცკში დაიწვა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სამეთვალყურეო მისიის ოთხი დაჯავშნული ავტომანქანა. ამის შესახებ მისია ტვიტერით იტყობინება. „შაბათს ღამით განადგურებულ იქნა ეუთოს ოთხი დაჯავშნული ავტომანქანა, სავარაუდოდ, ცეცხლის წაკიდების შედეგად“, ნათქვამია შეტყობინებაში. ინციდენტი მოხდა მისიის თანამშრომელთა საცხოვრებელი ადგილის მახლობლად. ეუთომ განაცხადა, რომ გმობს მსგავს ქმედებებს.

XS
SM
MD
LG