Accessibility links

logo-print

ნაგასაკიში გაიმართა აშშ-ის ატომური ბომბის ჩამოგდების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ მემორიოალური ცერემონია


იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში კვირას გაიმართა მემორიალური ცერემონია, რომელიც მიეძღვნა აშშ-ის მიერ ქალაქის ატომური დაბომბვის 70 წლისთავს. ადგილობრივი დროით 11:02-ზე, 1945 წლის 9 აგვისტოს ატომური ბომბის აფეთქების დროს, წუთიერი დუმილი გამოცხადდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც წაიყვანს მსოფლიოს ბირთვული განიარაღებისკენ. ნაგასაკიში ბირთვული იარაღის გამოყენებას 70 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 6 აგვისტოს ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ჰიროსიმაში, სადაც 140 ათასი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG