Accessibility links

logo-print

ბაქოში გარდაიცვალა ჟურნალისტი რასიმ ალიევი, რომელიც წუხელ სცემეს


დღეს ბაქოში გარდაიცვალა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რასიმ ალიევი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, წუხელ სცემეს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „გაბალის“ მოთამაშის, ჯავად ჰუსეინოვის ნათესავებმა. ალიევი გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ის სხეულის დაზიანებების შემდეგ მიიყვანეს. სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი იმის გამო სცემეს, რომ მან ფეისბუკში გააკრიტიკა ფეხბურთელი. მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG