Accessibility links

logo-print

ჩერნობილის ჩაკეტილ ზონაში ტყე იწვის


ჩერნობილის ჩაკეტილ ზონაში ტყე იწვის. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ცნობაში ნათქვამია, რომ გუშინ სოფლების, ზამოსტიესა და კოვშილოვკის მიდამოებში გამხმარი ბალახის თვითაალება მოხდა საერთო ფართობით 32 ჰექტარზე. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია ასზე მეტი ადამიანი და 20-მდე ერთეული ტექნიკა. კვირას დილას ხანძრის გავრცელება აღარ შეინიშნებოდა.

XS
SM
MD
LG