Accessibility links

თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა რამდენიმე თავდასხმას


თურქეთში ოთხი პოლიციელი დაიღუპა გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად. თურქეთის მედია უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 10 აგვისტოს აფეთქება მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სილოპიში, სადაც რამდენიმე დღეა გრძელდება პოლიციელების დაპირისპირება ქურთ ექსტრემისტებთან. იერიშის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთი პოლიციელი. სილოპის რაიონში კიდევ ერთი ინციდენტის შედეგად ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა, როცა ქურთმა ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო ვერტმფრენს. თავდასხმის შესახებ იუწყებიან სტამბულიდანაც: იქ ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელი დაიღუპნენ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად. ამვე ობიექტზე მოეწყო დღეს დილას იერიში დანაღმული ავტომანქანით, დაიჭრა 10 ადამიანი. ასევე სტამბულში ორმა თავდამსხმელმა სროლა დაუწყო აშშ-ის საკონსულოს. ერთი მათგანი პოლიციელებმა დაჭრეს და დააკავეს. სტამბოლში თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG