Accessibility links

logo-print

ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა


ქაბულიდან იუწყებიან ძლიერი აფეთქების შესახებ. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აერპოროტთან აღმართულ ბლოკ-პოსტთან. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, ამ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ქაბულში აფეთქებების სერიამ შეიწირა ათობით ადამიანი. 7 აგვისტოს თავდასხმებს ავღანეთში ერთდ ღეში ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა 2014 წლის ბოლოს დატოვა საერთაშორისო საბრძოლო შენაერთების უმრავლესობამ.

XS
SM
MD
LG