Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ განცხადება გაავრცელა გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე


საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კარბელაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის ბორჯომ-თბილისის ავტომაგისტრალზე გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა. შსს-ს განცხადებით, დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის საპასუხოდ, გიორგი კარბელაშვილმა საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ის თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. სამინისტროს ცნობითვე, შემოწმებით დადგინდა, რომ გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების შემდეგ კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, მისი თანმხლები კი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG