Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ქაბულში მოწყობილ ძლიერ აფეთქებაზე


თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ძლიერ აფეთქებაზე, რომელიც 10 აგვისტოს მოეწყო ქაბულის აეროპორტთან მდებარე ბლოკ-პოსტთან. ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, ხუთი და დაიჭრა 16 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო დანაღმული ავტომანქანით. თალიბანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აფეთქება მიმართული იყო ორი ავტომანქანის წინააღმდეგ და მათში მხოლოდ უცხოელები ისხდნენ. თალიბანი უარყოფს, რომ დაღუპულებს შორის ავღანელები არიან. ამ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ქაბულში აფეთქებების სერიამ შეიწირა ათობით ადამიანი. 7 აგვისტოს თავდასხმებს ავღანეთში ერთ დღეში ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა 2014 წლის ბოლოს დატოვა საერთაშორისო საბრძოლო შენაერთების უმრავლესობამ.

XS
SM
MD
LG