Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია კრიტიკულად აფასებს სასამართლოს განჩინებას "რუსთავი 2"-ის შესახებ


საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვამს შეფასებას, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებისა და ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს განჩინება „არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე". საია გამოთქვამს ასევე აზრს, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს "საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა".

XS
SM
MD
LG