Accessibility links

logo-print

ბაქოში გრძელდება ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი


ბაქოში გრძელდება ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ჩვენი რადიოს თანამშრომლის, ხადიჯა ისამილოვას სასამართლო პროცესი. 10 აგვისტოს სასამართლოს ჩვენება მისცა ტურალ მუსტაფაევმა - პირმა, რომელიც ისმაილოვას უჩიოდა, თითქოსდა, თვითმკვლელობისაკენ მისი წაქეზების გამო. ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს სწორედ მუსტაფაევის სარჩელის საფუძველზე. მოგვიანებით პროკურორებმა ისმაილოვას საქმეს დაამატეს კიდევ რამდენიმე, მათ შორის თაღლითობის ბრალდება. 10 აგვისტოს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას, მუსტაფაევმა თქვა, რომ წარსულში დაემართა მძიმე ნერვული კოლაფსი საცოლესთან უთანხმოების გამო და რომ ისმაილოვას არაფერი ჰქონდა საერთო მისი თვითმკვლელობის მცდელობასთან. 24 ივლისს წინასწარი მოსმენისას, მუსტაფაევმა ისიც თქვა, რომ ისმაილოვას წინააღმდეგ ბრალდება იყო „ცილისწამება“, რომელიც სამართალდამცავმა უწყებებმა აიძულეს.

XS
SM
MD
LG