Accessibility links

logo-print

„ბარსელონის“ ფეხბურთელები თბილისში ჩაფრინდნენ


თბილისში ჩავიდნენ კლუბ „ბარსელონის“ ფეხბურთელები 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით. თბილისში „ბარსელონისთვის“ განკუთვნილ სასტუმროსთან რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს შეკრება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებმა. „ბარსელონის“ მეტოქეა ასევე ესპანეთის გუნდი, საფეხბურთო კლუბი „სევილია“. უეფას სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს 22:45 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG