Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონთან აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ორი ბანერი


ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ორი ბანერი. ცნობების თანახმად, ისინი დამონტაჟებულია ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხორბლისა და ქერის ნათესები აქვს. 10 აგვისტოს გავრცელდა აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად მიეწოდა "საპროტესტო ნოტა 6 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის ხელახლა უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით და აგრეთვე ყოველთვიური, ივლისის თვის კრებსითი-საპროტესტო ნოტა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის დარღვევების თაობაზე.

XS
SM
MD
LG