Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა დეპუტატთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. სამინისტრო ამ ნაბიჯს საჭიროდ მიიჩნევს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს საპატრულო ეკიპაჟის წევრებს. შსს აცხადებს აგრეთვე, რომ სიმართლეს არ შეესაბამება კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს.

XS
SM
MD
LG