Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო "სენდაის" ატომური რეაქტორის ექსპლუატაცია


ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე 2011 წელს მომხდარი კატასტროფის შემდეგ იაპონელმა ენერგეტიკოსებმამუშაობა განაახლეს. დაიწყო სადგურ "სენდაის" ექსპლუატაცია, რომელიც კუნძულ კიუსიუზე მდებარეობს. სადგურის პირველი რეაქტორი ელექტროენერგიის გამომუშავებას პარასკევს დაიწყებს, მომავალი თვიდან კი სრული სიმძლავრით ამოქმედდება. "სენდაის" მეორე რეაქტორი ოქტომბერში ამუშავდება. მთლიანობაში იაპონიის ხელისუფლება აპირებს 25 რეაქტორის ექსპლუატაცია განაახლოს, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან გამოხატული მკვეთრი უკმაყოფილებისა. სადგურ "სენდაის" მმართველმა კომპანიამ სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 120 მილიონი დოლარი დახარჯა. რეაქტორის გაშვებამ "ფუკუსიმა 1"-ის ავარიით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG