Accessibility links

logo-print

სახელმწიფო რთვლის სუბსიდირებას განახორციელებს


საქართველოს მთავრობამ წლევანდელი რთვლის სუბსიდირებაც გადაწყვიტა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, "რქაწითლისა" და "კახური მწვანის“ ჯიშის ყოველ კილოგრამ ყურძენზე 35 თეთრი გაიცემა, ხოლო "საფერავზე" – 15 თეთრი. ოთარ დანელიას თქმით, ზოგადად, რეგიონში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ ექსპორტის შემცირება გამოიწვია, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების გამო კი მთავრობა წელს აღარ გეგმავდა რთვლის სუბსიდირებას. „მაგრამ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიღებულია სუბსიდირების გადაწყვეტილება, რაც არსებულმა მდგომარეობამ განაპირობა“, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიას ინფორმაციით, წელს სუბსიდიას მიიღებენ არა ღვინის მწარმოებელი კომპანიები, არამედ მევენახეები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთვლის საკოორდინაციო შტატები თელავსა და გურჯაანში განთავსდებიან და მუშაობას აგვისტოს ბოლოდან დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG